ნაპოლი კვარას გარეშე – იტალიური მედია ხვიჩას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ნაპოლი კვარას გარეშე – იტალიური მედია ხვიჩას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ჟირონასთან ტესტმატჩში დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად სრულფასოვან წვრთნას ჯერჯერობით ისევ ვერ ახერხებს. ნეაპოლელთა 22 წლის ქართველი ვარსკვლავის მდგომარეობაზე მორიგ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, 5 აგვისტოს კვარამ მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა მუხლის ტრავმა 2 აგვისტოს, ჟირონასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. თამაშის შემდეგ ის კოჭლობდა, მუხლზე კი სახვევი ეკეთა. პირველადმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის და ხვიჩამ სეზონის დაწყებამდე მწყობრში ჩადგომა უნდა მოასწროს.

“ნაპოლის მოსამზადებელი შეკრება გრძელდება. გუნდმა, რომელიც კასტელ დი სანგროშია დაბანაკებული, 5 აგვისტოს არენა “ტეოფილო პატინიზე” მორიგი ვარჯიში ჩაატარა და მასში მონაწილეობა რუდი გარსიას გუნდის ორ უმნიშვნელოვან მოთამაშეს არ მიუღია, რომლებიც ჯერ კიდევ შორს არიან მწვანე გაზონზე გასვლისგან – ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს, რომლებიც თავ-თავიანთ ფიზიკურ პრობლემებს ებრძვიან. ქართველი და ნიგერიელი ვარსკვლავები მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლნენ”, – წერს Tuttomercatoweb

Leave a Comment