მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბური ტალღა – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბური ტალღა – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).

უწყება ამბობს, რომ ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს.

ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს.

სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

Leave a Comment