ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ხელფასის მომატებას ითხოვს. Il Mattino-ს ცნობით, ქართველ შემტევს სურს, რომ შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეეფერება.
კვარას ხელფასი ამჟამად 1.2 მილიონი ევროა, რაც „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ზემოხსენებული წყაროს თანახმად, კვარამ კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ დაახლოებით 4.5 მილიონი ევრო მოითხოვა.
ამ ინფორმაციაზე სხვა გამოცემები არაფერს წერენ.
Post Views: 3,006