Il Mattino: “კვარაცხელია ხელფასის მკვეთრ მომატებას ითხოვს, წელიწადში 4 მილიონზე მეტს”

Il Mattino: “კვარაცხელია ხელფასის მკვეთრ მომატებას ითხოვს, წელიწადში 4 მილიონზე მეტს”

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ხელფასის მომატებას ითხოვს. Il Mattino-ს ცნობით, ქართველ შემტევს სურს, რომ შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეეფერება.

კვარას ხელფასი ამჟამად 1.2 მილიონი ევროა, რაც „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ზემოხსენებული წყაროს თანახმად, კვარამ კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ დაახლოებით 4.5 მილიონი ევრო მოითხოვა.

ამ ინფორმაციაზე სხვა გამოცემები არაფერს წერენ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *