იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა “Il Mattino” განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეიმ” კვარას ახალ ხელშეკრულებაზეც უნდა იფიქროს, ვინაიდან ფეხბურთელის წარმომადგენლები ემზადებიან, რომ მეტი ხელფასი, კერძოდ 5 მილიონი ევრო მოითხოვონ.
გამოცემა აქვე დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები საკმაოდ რთული გამოდგება.
Post Views: 3,808