ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გარშემო შექმნილი მდგომარეობის შესახებ კომენტარი “პარტენოპეისთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ გააკეთა.
“პრესაში დასახელებული თანხა არასწორია, რადგან მხარეებს მოოლაპარაკებები ჯერ არც დაუწყიათ.
სიმართლე ის არის, რომ ხელფასის გაზრდის სურვილი ნამდვილად არსებობს, თუმცა კვარაცხელიას გარემოცვასა და კლუბის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებას არ აქვს ადგილი,” – თქვა ალვინომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კვარას ანაზღაურების გაორმაგება არ აკმაყოფილებს. ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ ქართველი ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.
Post Views: 4,098