ცნობილი გახდა რატომ მიიწვიეს კვარას აგენტი იტალიაში – დე ლაურენტისს შეეშინდა რომ…

“სიმართლე ესაა, უთანხმოება ბოსთან ? ” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გარშემო შექმნილი მდგომარეობის შესახებ კომენტარი “პარტენოპეისთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ გააკეთა.

“პრესაში დასახელებული თანხა არასწორია, რადგან მხარეებს მოოლაპარაკებები ჯერ არც დაუწყიათ. 

სიმართლე ის არის, რომ ხელფასის გაზრდის სურვილი ნამდვილად არსებობს, თუმცა კვარაცხელიას გარემოცვასა და კლუბის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებას არ აქვს ადგილი,” – თქვა ალვინომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კვარას ანაზღაურების გაორმაგება არ აკმაყოფილებს. ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ ქართველი ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *