გველისგან მკლავის გათავისუფლებას ვცდილობდი, ის კი უფრო მაგრად ჩამეჭიდა. გველი სახეში მირტყამდა – როგორია ქალის მდგომარება, რომელსაც ციდან ქვეწარმავალი დაეცა, შემდეგ კი თავს ქორი დაესხა?

გველისგან მკლავის გათავისუფლებას ვცდილობდი, ის კი უფრო მაგრად ჩამეჭიდა. გველი სახეში მირტყამდა – როგორია ქალის მდგომარება, რომელსაც ციდან ქვეწარმავალი დაეცა, შემდეგ კი თავს ქორი დაესხა?

64 წლის ტეხასელი პეგი ჯონსი ეზოში გაზონს კრეჭდა, როცა ერთდროულად ქორთან და გველთან მოუწია ბრძოლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქორს, რომელსაც გველი ჰყავდა დაჭრილი, ფრენისას მსხვერპლი გაუვარდა და პეგის დაეცა. გაბრაზებული ქორი პეგისგან კერძის უკან დაბრუნებას ცდილობდა, ამ დროს კი გველი პეგის მხარზე შემოეხვია.

ქარი პეგისთვის გველის წართმევას ცდილობდა და ქალს არაერთი ჭრილობა მიაყენა, თავად გველმა კი სახე დაუზიანა. შემთხვევის შემდეგ პეგის სისხლჩაქცევები და ჭრილობები სახესა და მკლავზეც დარჩა.

„გველისგან მკლავის გათავისუფლებას ვცდილობდი, ის კი უფრო მაგრად ჩამეჭიდა. გველი სახეში მირტყამდა და რამდენჯერმე სათვალესაც დაარტყა, მე კი თავის გათავისუფლებას უშედეგოდ ვცდილობდი”, – იხსენებს პეგი.

პეგის თქმით, ინციდენტიდან მალევე ქმარმა საავადმყოფოში წაიყვანა და დახმარებაც აღმოუჩინეს. გარდა ჭრილობებისა და სხვა დაზიანებებისა, პეგისთვის ეს თავდასხმა საკმაოდ ტრავმული აღმოჩნდა. მისი თქმით, ეგონა, რომ მოკვდებოდა და ბოლო პერიოდში დაძინება ძალიან უჭირს.

წყარო : Tia.ge

Leave a Comment