ნაპოლის რიგებში არეულობაა ? – “კვარა მთავარი ვარსკვლავი აღარაა და მის შემცვლელად მას განიხილავენ..” – რას წერს იტალიური მედია

ნაპოლის რიგებში არეულობაა ? – “კვარა მთავარი ვარსკვლავი აღარაა და მის შემცვლელად მას განიხილავენ..” – რას წერს იტალიური მედია

იტალიური პრესა ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ ნაპოლის რიგებში არეულობაა და რუდი გარსია არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

მთავარი მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში მაშინ მოაქციეს, როდესაც კვარა “ლაციოსთან” მეორე ტაიმში გაიყვანეს.

ნეაპოლიტანურ მედიაში ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე ხშირად იწერება, რომ ის გუნდის მთავარი ფიგურა აღარ იქნება და გუნდი მისი გაყიდვისთვის ემზადება.

როგორც პრესა იტყობონება, მის შემცვლელად ჯაკომო რასპადორი განიხილება, რომელმაც “ლაციოსთან” მატჩში, როდესაც “ნაპოლის” გოლი სჭირდებოდა ხვიჩა შეცვალა.

მხარეებს ასევე გაეწელათ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები, რაც საქმეს ართულებს.

იტალიურ გამოცემებში ასევე იწერება, რომ ნაპოლის ბოსი კვარას ფორმაში შესვლას ელოდება და ამჟამად მას აკვირდება. თუ კვარა კვლავ დაიწყებს ისევ ისე გოლების გატანას და ასისტების შესრულებას, დე ლაურენტისი უმალვე გაუფორმებს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ლაურენტისი და მამუკა ჯუღელი ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ “ლაციოსთან” თამაშამდე, თუმცა მხარეები ერთმანეთს არ შეხვედრიან.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *