„ნაპოლი“ კვარაცხელიაზე დუმილს არღვევს – კლუბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ნაპოლი“ კვარაცხელიაზე დუმილს არღვევს – კლუბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში, იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მოითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები არ თანხმდებიან.

სხვადასხვა ჭორების გამო, იტალიის მოქმედ ჩემპიონებს სპეციალური განცხადების გავრცელება მოუწიათ, რომელშიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები არ ჰქონიათ.

ზოგიერთი მედიაორგანიზაცია აგრძელებს იმის წერას, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ინფორმაციის წყაროდ კი ფეხბურთელების აგენტები მოჰყავთ. ეს ინფორმაცია სისულელეა! „ნაპოლიდან“ არავინ, არასდროს დალაპარაკებია მოთამაშეს კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით (მიმდინარე კონტრაქტი იწურება 4 წელში). ეს არც მაურო მელუსოს, არც მაურიციო მიშელს, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველის გაუკეთებიათ,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *