ბედნიერია თუ არა კვარაცხელია ნაპოლიში და მოსწონს თუ არა ამჟამინდელი ანაზღაურება – ხვიჩას მამა ჟურნალისტებს ესაუბრა

ბედნიერია თუ არა კვარაცხელია ნაპოლიში და მოსწონს თუ არა ამჟამინდელი ანაზღაურება – ხვიჩას მამა ჟურნალისტებს ესაუბრა

ბადრი კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემასთან კომენტარი გააკეთა:

“ვიმეორებ, ხვიჩა “ნაპოლიში” ძალიან ბედნიერია, ანაზღაურებითაც კმაყოფილია, ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერია, რომ ის “ნაპოლიში” თამაშობს. მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და პირადად აურელიო დე ლაურენტისს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ხვიჩა სერია A-ში ასპარეზობს”

“ნეაპოლში ყველა თბილად გვექცევა, ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში. მინდა “ნაპოლის” ქომაგებმა იცოდნენ, რომ ხვიჩა არსად წასვლას არ აპირებს, ის ძალიან ბევრს შრომობს და 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ყოფნას სრულიად იმსახურებს”

“ის, რომ დღეს ამ დონეს მიაღწია, სწორედ “ნაპოლისა” და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა. საქართველოში “რეალს” ბევრი ფანი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლი” და “რეალი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ყველა “პარტენოპეის” უგულშემატკივრებს. რუდი გარსიამ მუშაობა ახლახანს დაიწყო, ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ და მასზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ბადრიმ.

Leave a Comment