ხვიჩა კვარაცხელია “ბარსელონაში” ტრანსფერს უახლოვდება – ცნობილია რა თანხის გადახდას აპირებს ხუან ლაპორტა ქართველის სანაცვლოდ

ხვიჩა კვარაცხელია “ბარსელონაში” ტრანსფერს უახლოვდება – ცნობილია რა თანხის გადახდას აპირებს ხუან ლაპორტა ქართველის სანაცვლოდ

ევროპული მედია ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო სამომავლო ტრანსფერზე წერს ბარსელონაში. ინფორმაციის პირველწყარო კატალონიური გაზეთი El Nacional-ია.

გამოცემა წერს, რომ “ბარსელონა” “ატლეტიკოდან” იჯარით აყვანილ ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის და ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.

ასევეე წერენ, რომ “ბარსა” ადვილად ქართველის გადაბირებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფინანსური პრობლემები თითქმის მოაგვარა, ტრანსფერის განსახორციელებელი თანხის გადასახდელად მზად იქნება და “ნაპოლის” 100 მილიონ ევროს შესთავაზებს.

“ბარსელონა” ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშს დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

Leave a Comment