იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლოს დროს განვითარებული პრობლემებით ორივე ფეხბურთელი დაიღალა და ნაპოლის ურჩია, რომ დროებით მოლაპარაკებები შეწყდეს.
“კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, ვიქტორ ოსიმენიც და ხვიჩა კვარაცხელიაც დაიღალნენ იმით, რაც კლუბის გარშემო ხდება. მაგალითად, ნიგერიელი ფორვარდის აგენტი 11-ჯერ გაემგზავრა რივიზონდოლიში შეთავაზების განსახილველად. მე სხვადასხვა პრობლემას ვხედავ და სანამ ადეკვატური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ცუდი შედეგების ასარიდებლად, ვურჩევდი, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები შეწყდეს”, – აღნიშნა ანტონიო კორბომ.
Post Views: 2,806