“ის ჩემთვის მამასავითაა ვერასდროს შევძლებ რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო” – იტალიურმა გამოცემამ კვარას ინტერვიუ ჩამოართვა

“ის ჩემთვის მამასავითაა ვერასდროს შევძლებ რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო” – იტალიურმა გამოცემამ კვარას ინტერვიუ ჩამოართვა

“La Gazzetta dello Sport”-მა “ნაპოლის” ქართველ შემტევთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა სადაც არაერთ თემაზე იყო საუბარი:

ლუჩანო სპალეტის შესახებ:

“ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება მეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ შორის რთულ მომენტებშიც. როდესაც მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი, მუდამ მამხნევებდა და მიცავდა. მისგან უამრავ რჩევას ვიღებდი. დღესდღეობით როგორი მოთამაშეც ვარ, ეს მისი დამსახურებაა”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *