იტალიური მედიის ცნობით, თუ “ნაპოლი” მალე დადებით შედეგებს ვერ დააფიქსირებს , დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს გაათავისუფლებს.
“ფრე კატასტროფა არ არის, თუმცა “ინტერი” და “იუვენტუსი” შესანიშნავ ფორმაში არიან. როგორც ჩანს, “ნაპოლის” სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება, გარსიას გუნდი მძიმედ გამოიყურება. რუდი გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია”, – წერენ იტალიელები.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო გოლი, მარტში “ტორინოს” გაუტანა, სწორედ ამ გოლის შემდეგ მას მოედანზე ყველაფერი კარგად ვერ მისდიოდა, რაზეც მაშინ ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტიც საუბრობდა.
ახლა კი, როცა ქართველს ნეაპოლურ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას, იტალიურმა მედიამ, როდესაც “ნაპოლის” გასული მატჩის შემდეგ ფეხბურთელების თამაში შეაფასა, კვარაცხელიაზე შემდეგნაირად დაწერა: “ცნობილი გამობერილი ძარღვი, რაც სპალეტის უყვარდა, აღარ ჩანს, ისევე, როგორც მისი მაგია. თუმცა, ორი მეტოქის “გაყვითლებას” ახერხებს”.