რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ?

რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ?

2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტომბერს გაიმართება. მას პარიზში მდებარე შატელეტის თეატრი უმასპინძლებს.

თავად France Football-ი ნომინატთა სიას ჯერ არ აცხადებს, თუმცა გარკვეული წარმოდგენის შექმნა GOAL-ის რეიტინგული სიით შეგვიძლია. ცნობილი ვებსაიტი ამ რეიტინგულ სიას ყოველთვიურად ანახლებდა.

რეიტინგის ბოლო განახლებაშიც ლიდერი ლიონელ მესია, რომელსაც კარიერაში მერვე ოქროს ბურთამდე ძალიან ცოტა აშორებს.

ქართველი გულშემატკივრისთვის გაცილებით საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაა. “ნაპოლის” 22 წლის ვარსკვლავი მე-8 ადგილს იკავებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხვიჩამ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა, 2023 წლის ოქროს ბურთის ათეულში მისი მოხვედრის შანსი საკმაოდ რეალურად უნდა შევაფასოთ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *