“ნაპოლის” ყოფილ ფეხბურთელ ემანუელე კალაიოს ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, როდესაც ჯენოასთან შეცვალეს, არ მოეწონა.
“ეს ჟესტი არ იყო პროფესიონალური, შენ უკვე გამოიმუშავებ ბევრ ფულს, მოედანზე შედის შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი, ამიტომ პატივი უნდა სცე მას და მწვრთნელს. თუმცა, მეორე მხრივ – ანგარიში 2:2-ია, 4 წუთი გრჩება და კვარა არის მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუნდაც პენალტის მოპოვება, ამ დროს ძერბინის გამოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?”, – აღნიშნა კალაიომ.
Post Views: 6,667