სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით – იტალელები ნეაპოლიდან ახალ ცნობებს ავრცელებენ

რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო 19 თვის განმავლობაში – ჯერ მხოლოდ 23 წლისაა

ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 19 თვის განმავლობაში:

გაიტანა 30 გოლი და გააკეთა 30 საგოლე გადაცემა, ნაკრებში და ნაპოლიში.

33 წლის შემდეგ ნაპოლისთან ერთად ახალი ისტორია დაწერა და სკუდეტო მოიგო.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდად აირჩიეს.

სერია A-ში წლის ყველაზე ლამაზი გოლის ჯილდო მოიპოვა.

ოქროს ბურთის მოგების 30 კანდიდატს შორის მოხვდა, გავიდა მე-17 ადგილზე.

„FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებთან ერთად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

და ეს ყველაფერი მხოლოდ 23 წლის ასაკში. კვარა🇬🇪❤️👏 – წყარო Gogaggg

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *