“რომ შემეძლოს, “ნაპოლის” ხვიჩას წავართმევდი”- რას ამბობს ბრაგას მწვრთნელი

“რომ შემეძლოს, “ნაპოლის” ხვიჩას წავართმევდი”- რას ამბობს ბრაგას მწვრთნელი

ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს “ნაპოლი” “ბრაგასთან” მატჩით დაიწყებს. მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე პორტუგალიური გუნდის მწვრთნელმა, არტურ ჟორჟესმა, იტალიურ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

“ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ, მიყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში. წინა სეზონში ჩემპიონატი 78 ქულით მოვიგეთ და ყველა ტურნირზე ერთად 100-ზე მეტი გოლი გავიტანეთ, ეს ჩვენს ისტორიაში გამორჩეული წელი იყო.

“ნაპოლი” ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით გამოვყოფდი მათ მწვრთნელ რუდი გარსიას, ის ჭკვიანი და ინოვაციური სპეციალისტია. მასთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი.

რომელ ფეხბურთელს წავართმევდი “ნაპოლის”? ხვიჩა კვარაცხელიას! ის არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, თუმცა “ნაპოლი” მარტო მასზე და ვიქტორ ოსიმენზე არაა დამოკიდებული. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება.”

Leave a Comment