“მასთან მუშაობა საშინელი იყო, რუდი გარსია ყველაზე ცუდი პერსონაჟია ვინც კი ოდესმე მინახავს. ის შიშის დანერგვას ცდილობს და გუნდის წარმატება მისთვის მეორეხარისხოვანია” – ჟუნინიომ ყველაფერს ფარდა ახადა

“მასთან მუშაობა საშინელი იყო, რუდი გარსია ყველაზე ცუდი პერსონაჟია ვინც კი ოდესმე მინახავს. ის შიშის დანერგვას ცდილობს და გუნდის წარმატება მისთვის მეორეხარისხოვანია” – ჟუნინიომ ყველაფერს ფარდა ახადა

🎙 ჟუნინიო პერნამბუკანო რუდი გარსიას შესახებ 2021 წელს:


💬„რუდი გარსიასთან მუშაობის გამოცდილება საშინელი იყო. ის ყველაზე ცუდი პერსონაჟია, ვინც კი ოდესმე მინახავს და შეხება მქონია. გუნდის გაწვრთნა არ იცის და მხოლოდ შიშის დანერგვით ცდილობს კოლექტივზე, რომ თავისი გავლენა გაავრცელოს. ამ კაცისთვის გუნდის წარმატება და გასახდელში ჰარმონია მეორეხარისხოვანია. მთავარია ყურადღების ცენტრში იყოს, თუნდაც მისი გუნდი აგებდეს და კრიზისში იყვნენ.
ის მხოლოდ იმ ადამიანებს სცემს პატივს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ და მათგან სარგებლის მიღება შეუძლია. ის ვერასდროს ვერაფერს გაბედავს მაგალითად, რონალდუს მსგავსი ფეხბურთელის წინააღმდეგ, მას პირიქით საუზმესაც კი მიართმევს”.
🎙ანტონიო კასანო ნაპოლისა და კვარაზე დღეს:

💬„ვნახეთ კვარას ჟესტი ჯენოასთან, ამას სპალეტისთან ვერასდროს გააკეთებდა. გუნდში აშკარა პრობლემებია. ლობოტკასაც არასწორად იყენებენ. ნაპოლიში ანარქიული გარემოა, ყველაზე სკანდალური ლაურენტისის კომენტარი იყო, მან კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებას სისულელე უწოდა. კვარაცხელიას ადგილას რომ ვიყო, გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს რეალში გავაკეთე. მან ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ კარგი ბიჭია”.

🙈ნაპოლი ძალიან ცუდ დღეშია… იმედია კვარა ამ ყველაფრიდან მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოვა და ამ ურთულეს წელს გადალახავს🙏

წყარო : Total Sports / ტოტალური სპორტი

Leave a Comment