“ბედნიერი ვარ კვარას გამო, რადგან მან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ..” – რუდი გარსიამ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

“ბედნიერი ვარ კვარას გამო, რადგან მან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ..” – რუდი გარსიამ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

ბოლონიასთან მატჩის შემდეგ ნაპოლის თავკაცმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა :

“ბედნიერი ვარ კვარას გამო, რადგან მან შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთები სტკიოდა და არ მინდოდა მისი დაკარგვა გამერისკა”.

შეცვლის შემდეგ გარსია კვარაცხელიას ჩაეხუტა, რაზეც ასევე ჰკითხეს, მაგრამ მას ძალიან ლაკონური პასუხი ჰქონდა: “ყველა ჩემს ფეხბურთელს ვეხუტები”.

შეგახსენებთ, რომ ბოლონიასთან ხვიჩა ნაპოლის რიგებში საუკეთესო იყო. სტატისტიკურმა გვერდებმა კვარას გუნდში უმაღლესი ქულები დაუწერეს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *