ოსიმენის ტრავმის გამო კვარაცხელიას შესაძლოა პოზიცია შეუცვალონ – რა ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ მედიაში

ოსიმენის ტრავმის გამო კვარაცხელიას შესაძლოა პოზიცია შეუცვალონ – რა ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ მედიაში

მოგეხსენებათ, რომ ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუდი გარსია სხვადასხვა ტაქტიკურ სვლებს განიხილავს.

შესაძლოა ნაპოლიმ მომდევნო შეხვედრები ოსიმენის არყოფნის გამო გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ტაქტიკით 4-2-3-1 ითამაშოს.

როგორც იწერება კვარაცხელია მარცხენა ვინგერი იქნება, თუმცა ხშირად შეიწევს ცენტრში და მარჯვენა ფლანგზეც პოლიტანოს გაუცვლის პოზიციას მეტქოე გუნდის მცველების დაბნევის გამო. ფორვარდის პოზიციაზე გარსია ოსიმენის შემცვლელად რასპადორის მოიაზრებს, რომელიც ფორვარდისგან განსხვავებით შედარებით უკან იქნება და გამთამაშებლის როლსაც შეითავსებს.

შეტევაში ძირითადი დატვირთვა ფლანგებიდან განხორციელდება. ოსიმენის გარდა ტრავმირებულია ზამბო ანგისაც, რომლის შემცვლელად ელიფ ელმასს განიხილავს გარსია.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითერბს, რომ კვარაცხელია უდიდესი ალბათობით ოსიმენის არყოფნის დროს ყველა შეხვედრას 90 წუთი გაატარებს მინდორზე.

Leave a Comment