კვარამ შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს – რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიური მედია

კვარამ შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს – რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიური მედია

იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის თაოაბზე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნაპოლი” შესაძლოა ელიფ ელმასმა დატოვოს.

ელმასი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელსაც რუდი გარსია მას აძლევს.

ელიფი “ნაპოლიში” 7 ნომრით ასპარეზობს. კვარაცხელიას საყვარელი ციფრი სწორედ 7-ია. ვინაიდან უკვე დაკავებული იყო ეს ნომერი, სწორედ ამიტომ აირჩია ხვიჩამ 77.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში 7 ნომრით ასპარეზობს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *