“ნაპოლის” ბოსმა აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა თუ ჯუნტოლის, არამედ მისი შვილის აღმოჩენილია.
აღნიშნულ ფაქტს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მიკელე კრიშიტელო გამოხმაურა.
“დე ლაურენტისის საუბარს 50 წუთი ვუსმენდი. მისმა ნათქვამმა კვარაცხელიას შესახებ გამაოცა, თუ ეს ასე იყო, ადრე რატომ არ თქვა?” – განაცხადა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ჯუნტოლი გასულ სეზონში “ნაპოლის” სპორტული დირქტორი იყო. იტალიაში და არა მარტო იტალიაში ყველამ იცოდა რომ კვარა მისი აღმოჩენილი და გუნდში მოყვანილი იყო, თუმცა როგორც ჩანს გუნდიდან წასულ ჯუნტოლიზე ლაურენტისი დღემდე გაბრაზებულია და თავად დაიბრალა კვარაცხელიას აღმოჩენა.
Post Views: 22,390