როგორი ურთიერთობა აქვთ კვარაცხელიას და ოსიმენს მამუკა ჯუღელის სიტყვების შემდეგ – იტალიური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

როგორი ურთიერთობა აქვთ კვარაცხელიას და ოსიმენს მამუკა ჯუღელის სიტყვების შემდეგ – იტალიური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ურთოერთობის შესახებ წერს.

“მამუკა ჯუღელის განცხადების მიუხედავად, კვარაცხელია და ოსიმენი უფრო ახლო მეგობრები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. ყველაფერი მოგვარებულია” – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას აგენტმა რამდენიმე კვირის წინ ოსიმენის შესახებ გარკვეული ინფორმაციაა გაავრცელა, რომლის შემდეგაც ნიგერიელმა ფორვარდმა ჯუღელს სამარცხვინო უწოდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *