“კვარას ახალი აღნიშვნა ? მიზეზი არ ვიცი, ბედნიერი ვარ რომ მე არ მომხვდა ისარი” – რა თქვა ხვიჩას შესახებ რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ

“კვარას ახალი აღნიშვნა ? მიზეზი არ ვიცი, ბედნიერი ვარ რომ მე არ მომხვდა ისარი” – რა თქვა ხვიჩას შესახებ რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონასთან” დუბლი შეასრულა და ახალი აღნიშვნით საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ DAZN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კვარას პერფორმანსის შესახებაც ისაუბრა.

“კვარა აღარ ნერვიულობს რომ გოლი აქვს გასატანი და უფრო ლაღად, თავისუფლად თამაშობს. მისი უგოლო სერია უდინეზესთან შეწყდა. მისით ბედნიერი ვარ. ახალი აღნიშვნა ? მიზეზი ამის არ ვიცი, ბედნიერი ვარ რომ ისარი მე არ მომხვდა. ვკითხავ მას ამ აღნიშვნის შესახებ” – უთხრა გაღიმებულმა გარსიამ ჟურნალისტებს.

როგორც ჩანს, რუდი ქართველის თამაშით მოხიბლულია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *