ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონასთან” დუბლი შეასრულა და ახალი აღნიშვნით საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ DAZN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კვარას პერფორმანსის შესახებაც ისაუბრა.
“კვარა აღარ ნერვიულობს რომ გოლი აქვს გასატანი და უფრო ლაღად, თავისუფლად თამაშობს. მისი უგოლო სერია უდინეზესთან შეწყდა. მისით ბედნიერი ვარ. ახალი აღნიშვნა ? მიზეზი ამის არ ვიცი, ბედნიერი ვარ რომ ისარი მე არ მომხვდა. ვკითხავ მას ამ აღნიშვნის შესახებ” – უთხრა გაღიმებულმა გარსიამ ჟურნალისტებს.
როგორც ჩანს, რუდი ქართველის თამაშით მოხიბლულია.
Post Views: 2,899