რა გააკეთა რუდი გარსიამ, როდესაც კვარაცხელია შეცვალა და ქართველი სათადარიგოთა სკამთან მივიდა

რა გააკეთა რუდი გარსიამ, როდესაც კვარაცხელია შეცვალა და ქართველი სათადარიგოთა სკამთან მივიდა

ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სალერნიტანა 2:0 დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

აღნიშნულ შეხვედრაში კვარამ მოედანზე 67 წუთი გაატარა.

ხვიჩა თავიში თამაშით უკმაყოფილო იყო და სათადარიგო სკამისკენ მიმავალი დამწუხრებული კვარაცხელია კამერებმაც დააფიქსირეს.

ხვიჩას ეს მომენტი არ გამოპარვია ნაპოლის მწვრთნელს, რუდი გარსიას. ფრანგი სპეციალისტი სათადარიგო სკამისკენ გაეშურა და ხვიჩა გაამხნევა.

იტალიური გამოცემები წერენ, რომ გარსიას ეს ჟესტი დასაფასებელია და კარგად აჩენს, თუ როგორ ზრუნავს ის გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე.

Leave a Comment