იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უკვე იცის თუ როგორი ტაქტიკით ითამაშებს გუნდთან ერთად.
მაცარი უფრო მეტ აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, მაგრამ 3-მცველიანი სქემით თამაშობს.
კვარაცხელიას აღარ მოუწევს დაცვაში ხშირად ჩასვლა და მთლიანად შეტევაზე იქნება ორიენტირებული. ნაპოლის მწვრთნელი კვარას ფორვარდად დააყენებს. უფრო კონკრეტულად კი ქართველი ვიქტორ ოსიმენის უკან იმოქმედებს.
Post Views: 34,307