რა უთხრა ნაპოლიდან წასვლამდე რუდი გარსიამ კვარას და სხვა ფეხბურთელებს – იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს

რა უთხრა ნაპოლიდან წასვლამდე რუდი გარსიამ კვარას და სხვა ფეხბურთელებს – იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს

იტალიური TMW-ს ცნობით, იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩის შემდეგ 59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა რუდი გარსიამ ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალი იყო.

“ეს მარცხი და სიტუაცია თქვენი ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი”- ციტირებს გარსიას სიტყვებს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გარსია ნაპოლიში ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა, რომელიც წლების წინაც წვრთნიდა ამ გუნდს.

მაცარი კვარაცხელიას ფორვარდად განიხილავს და აპირებს ფლანგის ნაცვლად, ოსიმენის უკან ათამაშოს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *