“ხვიჩას დროებით ამის გაკეთება მოუწევს” – სამწუხარო ცნობები ნეაპოლიდან

“ხვიჩას დროებით ამის გაკეთება მოუწევს” – სამწუხარო ცნობები ნეაპოლიდან

“ნაპოლის რიგებში ცუდი მდგომარეობაა.

მარიო რუის ტრავმის შემდეგ ოლივერაც დაშავდა და დიდი ხანი ვერ ითამაშებს.

იტალიურ პრესაში კი წერენ რომ კვარაცხელიას ხშირად მოუწევს ამის გამო დაცვაში ჩასვლა და რუის და ოლივერას არყოფნაში გუნდისთვის ასე დახმარება.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შეაქო და თქვა რომ გუნდს კარგად ეხმარება დაცვაში.

“კვარას რუის და ოლივერას არყოფნაში დროებით მოუწევს დაცვაში იმაზე მეტად აქტიურობა, ვიდრე ეს მანამდე იყო. ქართველმა შემტევმა ძალები უნდა გადაანაწილოს და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს” – წერს იტალიური გამოცემა.

ამჟამად რუის და ოლივერას ტრავმების გამო გუნდში არავინ დარჩა ნომინალური მარცხენა მცველი.

Leave a Comment