Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, შესაძლოა ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ “იუვენტუსთან” შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვოს.
ნაპოლის ისედაც განაპირა მცველებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. გუნდს ვერ ეხმარებიან ტრავმების გამო ოლივერა და რუი.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ძირითად შემადგენლობას მცირე ტრავმის შემდეგ პიოტრ ზელინსკი დაუბრუნდება.
როგორც ჩანს, ნაპოლის განაპირა მცველების გარეშე შესაძლოა მოუწიოს თამაში იუვეს წინააღმდეგ და ამიტომ ვალტერ მაძარიმ 3:4:3 ტაქტიკით ითამაშოს.
Post Views: 2,457