ვიქტორ ოსიმენი ნიგერიაში გაემგზავრა და დაბადების დღეს აღნიშნავს.
“მონცასთან” ოსიმენი მაინც ვერ ითამაშებდა, რადგან “რომასთან” წითელი ბარათი მიიღო. ხვალ ასევე ვერ ითამაშებს მატეო პოლიტანო, რომელსაც ასევე წითელი ბარათის გამო დიკვალიფიკაცია აქვს.
ტრავმირებულები არიან ლობოტკა და ნათანი, რომლებიც “მონცასთან” ვერ იასპარეზებენ.
როგორც ცნობილია, ოსიმენი და ანგისა გუნდს იანვარში გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარებიან, რადგან ფეხბურთელები აფრიკის თასზე იასპარეზებენ.
“გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი მიმო მალფიტანო კი იუწყება, რომ ოსიმენი ზაფხულის ბოლოს გუნდს დატოვებს.
Post Views: 992