იტალიური გამოცემა Il Mattino იუწყება, რომ ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მონცასტან შეხვედრის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებთან შევიდა და ყველა დაამშვიდა. ლაურენტისმა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები შეაქო და გაამხნევა.
ნაპოლის ბოსი გუნდის წარუმატებელ თამაშს თავის თავზე იღებს და ნაპოლის ქომაგებს გუნდის გაძლიერებას პირდება.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ ნაპოლის პრეზიდენტი რუდი გარსიას გაშვებას ნანობს და ვალტერ მაძარის შედეგებით უკმაყოფილოა.
Post Views: 8,532