კვარას ახალი პრობლემა აქვს – რა შემთხვევაში მიიღებს ხვიჩა დისკვალიფიკაციას

კვარას ახალი პრობლემა აქვს – რა შემთხვევაში მიიღებს ხვიჩა დისკვალიფიკაციას

ხვიჩა კვარაცხელიამ “მონცასთან” არასპორტული საქციელისთვის 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

კვარას ამ სეზონში 4 ყვითელი ბარათი (ბოლონიასთან, იუვენტუსთან, ლეჩესთან და მონცასთან) დაუგროვდა. ერთი ბარათიც და ქართველს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

სერია A-ში 34 მატჩში სულ ერთი გაფრთხილება მიიღო. ახლა კი მას 17 შეხვედრაში უკვე 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

იტალიაში საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები ხვიჩას ურჩევენ რომ გაცილებით მშვიდად ითამაშოს და მეტოქეების პროვოკაციებს არ წამოეგოს.

Leave a Comment