ნაპოლი შემტევს იმატებს და მას კვარაცხელიაზე ორჯერ მეტ ხელფასს გადაუხდის

ნაპოლი შემტევს იმატებს და მას კვარაცხელიაზე ორჯერ მეტ ხელფასს გადაუხდის

ნაპოლი “უდინეზეს” სერბ შემტევს ლაზარ სამარჯიშს იმატებს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად ყველაფერზე მიღწეულია.

„უდინეზე“ 25 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელმა კი 2 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მას „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ორჯერ მეტი ხელფასი ექნება.

Leave a Comment