“გაბრაზებული ოსიმენი აფრიკიდან დაბრუნდება, კვარაცხელიასთან მივა და…” – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი

“გაბრაზებული ოსიმენი აფრიკიდან დაბრუნდება, კვარაცხელიასთან მივა და…” – რა ინფორმაცია გახდა ცნობილი

„ნაპოლის“ ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო“, – დაწერა ოსიმენმა.

„გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა. კვარაცხელიას სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს. იგი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა“. – განაცხადა ეს სიტყვები ჯუღელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

იტალიურ მედიაში სხვადასხვა გამოცემები წერენ რომ ოსიმენი კვარაცხელიასთან ამ ყველაფერზე ისაუბრებს.

“ოსიმენი დიდი ბიჭია და ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობა ამის გამო არ გაუფუჭდება. გაბრაზებული დაბრუნდება აფრიკიდან, თუმცა კვარასთან ყველაფერს გაარკვევს. ისინი კარგი მეგობრები არიან და მოედანზე საუკეთესო პარტნიორები” – წერს ნეაპოლური მედია.

Leave a Comment