მაძარი კვარაცხელიას აგენტისა და ოსიმენის კონფლიქტს გამოეხმაურა – რა თქვა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა

მაძარი კვარაცხელიას აგენტისა და ოსიმენის კონფლიქტს გამოეხმაურა – რა თქვა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ “სალერნიტანასთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ყველასათვის ცნობილ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.

“დაპირისპირება კვარას აგენტსა და ოსიმენს შორის ? ეს მე არ მაინტერესებს. ხვიჩას და ვიქტორს პირისპირ გავესაუბრები. როდესაც ვარჯიშზე მოდიან ეს ყველაფერი უნდა დაივიწყონ. აქ ნაპოლის მაისურია მთავარი და არა სხვა გარე ფაქტორები. ფეხბურთელებმა ვარჯიშზე და თამაშზე უნდა იფიქრონ. როცა გარეთ გავლენ შეუძლიათ აგენტებს დაურეკონ. ეს მე არ მაინტერესებს და დაუშვებელია ფეხბურთელებმა ბაზაზე ყოფნის დროს ასეთ რაღაცეებზე იფიქრონ” – განაცხადა მაძარიმ.

Leave a Comment