“ბევრ საკითხზე დაფიქრება მოუწევს” – ცნობილია როდის ითამაშებს კვლავ კვარაცხელია

“ბევრ საკითხზე დაფიქრება მოუწევს” – ცნობილია როდის ითამაშებს კვლავ კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი იტალიის სუპერთასის ფინალში ინტერთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

კვარაცხელია მაძარიმ 70-ე წუთზე შეცვალა.

ერთ-ერთი პრესტიჟული გამოცემა Football Italia ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს 6.5 ქულით აფასებს.

კვარაცხელია ყვითელი ბარათების გამო მომდევნო მატჩს იტალიის ჩემპიონატში გამოტოვებს. ნეაპოლელები ლაციოს ხვიცას გარეშე დაუპირისპირდებიან.

კვარა მოედანს 4 თებერვალს, ვერონას წინააღმდეგ დაუპირისპირდება. კვარასთვის ვერონა ერთ-ერთი საყვარელი გუნდია, რადგან მათ კარში 3 გოლი აქვს გატანილი.

“ბევრ საკითხზე დაფიქრება მოუწევს. უნდა დაისვენოს და ახალი ძალებით დაეხმაროს გუნდს” – წერენ იტალიელი ქომაგები.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *