Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა თუ რა შემთხვევაში დატოვებს ქართველი ნაპოლის.
“ნაპოლის ეკონომიკური მდგომარეობა იმაზეცაა დამოკიდებული თუ გუნდი იტალიის ჩემპიონატის ოთხეულში ვერ მოხვდებდა და ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ვერ იასპარეზებს. თუ ნაპოლი ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, გუნდი ფინანსურ სარგებელს ვერ ნახავს, კვარაცხელია კი სხვა კლუბებისგან ბევრ მაცდურ შემოთავაზებას მიიღებს” – ამბობს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში ნაპოლის ტოვებს და კარიერას დიდი ალბათობით ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
Post Views: 9,882