ვეტერანმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და მსაჯები გააკრიტიკა.
“როდესაც კვარაცხელია წააქციეს ეს 100%-იანი თერთმეტმეტრიანი იყო. მსაჯების ამდენი შეცდომა საკმარისია. VAR-ის ჯიხურში რას აკეთებდნენ ? ასე არ უნდა გაგრძელდეს. კვარაცხელიამ, ქართველმა ფენომენმა ისეთი გოლი გაიტანა, კარისკენ არც კი გაიხედა, სწორედ ამიტომ ულამაზესი გოლი გამოვიდა.” – განაცხადა ბალოტელიმ.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, მილანის წინააღმდეგ გამართავს.
Post Views: 4,459