“ეს მწვრთნელის შეცდომაა, სასწრაფოდ დააბრუნეთ ხვიჩა მარცხენა ფლანგზე” – რამ აღაშფოთა ცნობილი იტალიელი ანალიტიკოსი

“ეს მწვრთნელის შეცდომაა, სასწრაფოდ დააბრუნეთ ხვიჩა მარცხენა ფლანგზე” – რამ აღაშფოთა ცნობილი იტალიელი ანალიტიკოსი

მარიო სავო, რომელიც ცნობილი იტალიელი სპორტული ანალიტიკოსია, ნეაპოლურ მედიას ინტერვიუ მისცა.

სავომ აღნიშნა, რომ კვარაცხელიას ცენტრში დაყენება შეცდომაა.

“მაძარი ბევრ შეცდომას უშვებს. მაგალითად კვარაცხელიასთან მიმართებით. სასწრაფოდ უნდა დააბრუნოს კვარა მარცხენა ფლანგზე და ცენტრში აღარ ათამაშოს. გული მიკვდება იტალიის ჩემპიონის ასეთ თამაშს რომ ვხედავ. ნაპოლი პროვინციულად არ უნდა თამაშობდეს. გუნდმა ახალი მწვრთნელის ძიება უკვე უნდა დაიწყოს. გუნდში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც უკვე სხვა კლუბებში გადასვლაზე ფიქრობენ” – ამბობს სავო.

Leave a Comment