სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიას შესახებ და ახალი მწვრთნელი გუნდში – ბოლო ცნობები ნეაპოლიდან

სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიას შესახებ და ახალი მწვრთნელი გუნდში – ბოლო ცნობები ნეაპოლიდან

იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელია გასულ სეზონთან შედარებით ბევრ საფებხურთო ასპექტში გაუმჯობესებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას უფრო ნაკლები გოლი და საგოლე გადაცემა აქვს გასულ სეზონთან შედარებით, ქართველი დრიბლინგებში და გადაცემებში მაინც პროგრესირებს წინა წელთან შედარებით.

კვარაცხელია მომდევნო შეხვედრას ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარებს. FOOTBALL ITALIA-ს ინფორმაციით ამ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენის თამაში კვლავ საეჭვოა, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს და ვალტერ მაძარის გარისკვა არ სურს.

თავად მაძარისთვის ბარსელონასთან მატჩი შესაძლოა ნაპოლიში უკანასკნელი იყოს. თუ გუნდი სასურველ შედეგს ვერ დადებს, დე ლაურენტისი აპირებს მაძარი მარკო ჯამპაოლოთი შეცვალოს, რომელიც “სამპდორიას” წვრთნიდა.

Leave a Comment