იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი აპრილის თვეში გაუხანგრძლივოს და ქართველის გამოსასყიდი თანხა გაზარდოს.
დიდია ალბათობა იმისა რომ კვარაცხელია ზაფხულში გუნდს დატოვებს, ლაურენტისს კი ქართველის გაყიდვით დიდი თანხის მიღება სურს. თუ კვარას ხელფასს გაუზრდის და ხელშეკრულებაში დიდ გამოსასყიდ თანხას ჩაწერს, ნაპოლის ბოსი ამით იხეირებს და დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს.
ლაურენტისს არ სურს ხვიჩას დაბალ ფასად დაკარგვა და ყველაფერს ეცდება რომ ზაფხულში ხვიჩას გაყიდვით დიდი ფინანსური მოგება ნახოს.
“კვარაცხელიას სანაცვლოდ თავისუფლად შეუძლია ნაპოლის 100 მილიონი ევროს მიღება. ამ ფასად კი ლაურენტისს 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელის მოყვანა შეეძლება.” – წერს ნეაპოლური მედია.
Post Views: 16,611