რას ამბობს ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი მატეო პოლიტანო კვარაცხელიას შესახებ

რას ამბობს ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი მატეო პოლიტანო კვარაცხელიას შესახებ

ნაპოლის ერთ-ერთმა ლიდერმა მატეო პოლიტანომ სასუოლოსთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გარკვეული თავმოყვარეობა დაკარგული გვქონდა. ჩვენ სწორ გზას დავადექით და ეს გზა უნდა განვაგრძოთ. რთული სეზონია, სამი მწვრთნელი შევიცვალეთ და ეს მარტივი არაა. ფრანჩესკო კალცონას ბევრი იცნობდა, მას სპალეტისთან ნამუშევარი ჰქონდა და პირველივე დღიდან გვაჩვენა თავისი სათამაშო სტილი. ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება” – ამბობს პოლიტანო.

Leave a Comment