ხვიჩა ასეთ ხელფასს მოითხოვს – რას წერს Gazzetta dello Sport

ხვიჩა ასეთ ხელფასს მოითხოვს – რას წერს Gazzetta dello Sport

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ წერს.

გამოცემა იუწყება, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს ნაპოლისგან ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მოითხოვენ.

4 მილიონი ევროს გარდა კვარას ბონუსებიც უნდა ჰქონდეს და ასევე კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა იქნება მითითებული.

ევროპული გამოცემების მიხედვით, ხვიჩა ნაპოლიში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალთან დაკავშირებით.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *