ოსიმენსა და ნაპოლის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა – ეს კვარაცხელიაზეც მოქმედებს

ოსიმენსა და ნაპოლის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა – ეს კვარაცხელიაზეც მოქმედებს

პრესტიჟული იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ცნობით, “ნაპოლის” ფეხბურთელებსა და ვიქტორ ოსიმენს შორის დაპირისპირებაა.

ნიგერიელის ქმედებების გამო მისი თანაგუნდელები იმედგაცრუებული არიან. ოსიმენს გუნდის მოთამაშეებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად არ აქვს და ხშირ შემთხვევაში მათგან განცალკევებით ყოფნას ამჯობინებს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ყველაფერი გავლენას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ახდენდეს, რომლის ხელფასზეც იტალიაში ბევრს საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის წასვლა ნაპოლიდან თითქმის გადაწყვეტილია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *