როგორი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება თუ ბარსელონაში გადავა

როგორი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება თუ ბარსელონაში გადავა

მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული.

ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თუ კვარაცხელია ბარსელონაში გადავა, ქართველი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ბარსელონას გარდა კვარაცხელიას შეძენით მანჩესტერ სიტი და არსენალიც ინტერესდებიან.

ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ იტალიურ რადიოსთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით კვარას ნაპოლიში სურს დარჩენა.

Leave a Comment