რამდენიმე წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ეკითხებოდა, თუ რა პასუხი ექნებოდა ხვიჩას მისთვის რუსეთის ნაკრებში თამაში რომ შეეთავაზებინათ.
“მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი სამშობლოს სახელით ვითამაშებ. მართალია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში თამაშობდა და ვერსად მოხვდა, მაგრამ შემდეგ მოვიდა გარეტ ბეილი, რომელმაც გაიყვანა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. ყველას თავისი გზა აქვს” – ასეთი იყო კვარაცხელიას პასუხი.
Post Views: 1,260