კვარა ამისგან გათავისუფლდა ! რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ხვიჩასთან დაკავშირებით

კვარა ამისგან გათავისუფლდა ! რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ხვიჩასთან დაკავშირებით

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს.

ვალტერ მაძარი კვარაცხელიას დაცვაში აღარ დატვირთავს და ქართველს მთლიანად შეტევისთვის გამოიყენებს.

მილანთან მატჩში კვარა ფორვარდის უკან იასპარეზებს და მეტოქეს ფლანგიდან დიდი ალბათობით აღარ შეუტევს.

არის საუბარი იმის თაობაზე, რომ კვარამ პირველი ტაიმი მარცხენა ფლანგზე გაატაროს, ხოლო მეორე ტაიმში კი ცენტრში შეიწიოს.

მილანის კაპიტანი დავიდე კალაბრია კვარაცხელიას ფლანგზე ყოველთვის კარგად ეთამაშებოდა და პრობლემებს უქმნიდა. ხვიჩა კი 11 თებერვალს შუაში შეიწევს და მილანისთვის დამატებით პრობლემებს შექმნის.

როგორც ჩანს, მაძარი ხვიჩას დაცვისგან სრულად ათავისუფლებს და მის ენერგიას ბოლომდე შეტევისთვის გამოიყენებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *